Sunday, October 26, 2014

ტრენინგის III დღე
ვისწავლე პროექტის შაბლონის გამოყენება, სამგვერდიანი ბუკლეტის შექმნა, რისთვისაც გავიხსენეთ WORDS- ში მუშაობა, ფურცლის შემოტრიალება, სურათის ჩასმა,ჩარჩოს გაკეთება, როგორც მთლიანი ფურცლისთვის, ასევე ცალკე სურათზე.
ვიმუშავეთ ინტერნეტ-წიგნზე და გავიაზრეთ მოდული-2.გავეცანით შეფასების რუბრიკებს.გავერკვიე, რომ პროექტის დროს დამჭირდება სხვადასხვა კითხვა: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი. ეს აუცილებლად გამომადგება ჩემი პროექტის დაგეგმვისას.
უღრმესი მადლობა ქალბატონ დიანას! ეს დღეც სხვებივით მეტად ნაყოფიერი იყო!



Saturday, October 25, 2014

გასულ წელს,როცა გავიარეთ შ.ს.ო. ტრენინგი, მაშინ შევიტყვე, რომ გავივლიდით პროექტებით საწავლების ტრენინგს, შევქმნიდით ბლოგებს, რაც ძალიან გაგვიხარდა, რადგან ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე სწავლებისთვის და თანამედროვე მასწავლებლისთვის.
როგორც ყველა დანარჩენი, უკვე განვლილი ტრენინგი, ეს ტრენინგიც დამეხმარება, რომ პროექტით სწავლება გავხადო საინტერესო, გავიღრმავო ცოდნა და ეს ცოდნა გამოვიყენო ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.ძალიან მინდა, კარგად ორგანიზებული სასწავლო პროექტები დავგეგმო, რომლებშიც ჩემი მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვებიან, და რომლებიც ე.ს.გ.-ს სტანდარტების მიღწევაში დამეხმარებიან.
ტრენინგის პირველ დღეს ვისწავლე ელექტრონული წიგნით tpdc.ge.|essentials|ში მუშაობა. ეს ჩემთვის სიახლე იყო, გავეცანი წიგნით ნავიგაციის სისტემას, რაც, თურმე ასეთი მარტივი ყოფილა.
ასევე გავეცანი მოდულებსაც და მზა რესურსებს, სადაც ჩემთვის საინტერესო ბევრი რამ აღმოვაჩინე.
შევქმენით სქაღალდეები.ეს სტრუქტურაც ძალიან მომეწონა.
ქალბატონი დიანას ტრენინგი ყოველთვის მეტად საინტერესო და მეტად ნაყოფიერია!