Sunday, November 16, 2014

ტრენინგის მე-8 დღე
დღეს განვიხილეთ ელექტრონული წიგნის მე-6 და მე-7 მოდული. გავეცანით ერთმანეთის ნაშრომებს, გავაკეთეთ უკუკავშირი.გავეცანით ფასილიტაციას, მის ნიმუშებს, გავიაზრეთ როგორია ფასილიტატორი მასწავლებელი, ვნახეთ რესურსები, რომელთაც მომავალში გამოვიყენებთ, ვისაუბრეთ დიფერენცირებული სწავლების შესახებ.გავიაზრეთ როგორ შეიძლება ჩავრთოთ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები პროექტში.
მართლაც რამდენი დეტალი გავიაზრეთ, რომელიც გამოგვადგება წარმატებული პროექტის გასაკეთებლად,
ბევრი ოჯახური პრობლემა დამემთხვა ამ ტრენინგის განმავლობაში, ყველაზე სახიფათო იყო ჩემი შვილის ნაღვლის ბუშტის ოპერაცია, მაგრამ იმდენად საჭირო და ჩემთვის სასარგებლო მასალას გვაწვდიდა ქალბატონი დიანა, რომ შეუძლებელი იყო გამეცდინა.
უღრმესი მადლობა დიანას, ასევე კოლეგებს!


No comments:

Post a Comment